ანაკლიის პორტი, სადახლოს მეგობრობის ხიდი, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი - პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს
ანაკლიის პორტი, სადახლოს მეგობრობის ხიდი, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი - პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოში აფინანსებს

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 13 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს.

საქართველოში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაფინანსდება სულ 18 პროექტი. აქედან ექვსი პროექტი მიმდინარეა, ორი პროექტის დასრულება 2020 წლამდეა დაგეგმილი, 10 პროექტი კი გრძელვადიანია, რომლებიც 2030 წლამდე უნდა დასრულდეს.

ევროკავშირი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოში შემდეგ პროექტებს დააფინანსებს:

ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში – 61,5 მილიონი ევრო;

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალი – 100 მილიონი ევრო;

ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტი (მეორე ფაზა) – 233 მილიონი ევრო;

გრიგლეთი-ფოთის ხიდი – 25 მილიონი;​

გრიგოლეთი-ქობულეთი ავტომაგისტრალი – 101 მილიონი ევრო;

ბათუმის შემოვლითი გზა სარფამდე – 115 მილიონი ევრო;

ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი – 61,5 მილიონი ევრო;

ჩუმათელეთი – არგვეთის ავტომაგისტრალი – 1,006 მილიარდი ევრო;

კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი – 78,3 მილიონი ევრო;

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალი – 115 მილიონი ევრო;

ალგეთი-სადახლოს გზა – 90 მილიონი ევრო;

სადახლოს მეგობრობის ხიდი – ექვსი მილიონი ევრო.

პროექტებს ევროკომისია და მსოფლიო ბანკი ერთად განახორციელებენ.

დატოვე კომენტარი