ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ ორი პირი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავა
ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ ორი პირი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავა

გუშინ გვიან ღამით ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-მ ორი პირი ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

მათვე ინფორმაციით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.