ანაკლიის მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის მოგვარებას ითხოვს
ანაკლიის მოსახლეობა კანალიზაციის სისტემის მოგვარებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში კანალიზაციის სისტემის მოგვარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, უკვე მეოთხე თვეა დაზიანებულია საკანალიზაციო მილი და ყოველი წვიმის შემდეგ გაუსაძლისი პირობებია. მათი თქმით, ფეკალური მასები, ნაგავი ტროტუარზე და ეზოებში შედის.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, ყურადღება არავინ მიაქციათ.

ადგილზე მივიდა ზუგდიდის მერის რწმუნებული. გელა ლემონჯავას თქმით, არსებული პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და უახლოეს დღეებში სპეციალისტები ამ საკითხს მოაგვარებენ.