ანაკლიის კონსორციუმი - „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება
ანაკლიის კონსორციუმი - „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება

„კონტი ჯგუფი“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად რჩება, – ამის შესახებ  ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

კონსორციუმის ცნობით, კომპანიამ პროექტიდან გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა,

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“, – აღნიშნულია კონსროციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანაკლიის პორტის პროექტის ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.

დატოვე კომენტარი