ანაკლიის ფესტივალიდან კლინიკაში ოთხი პირი ალკოჰოლური თრობის, ხოლო ერთი გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს
ანაკლიის ფესტივალიდან კლინიკაში ოთხი პირი ალკოჰოლური თრობის, ხოლო ერთი გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან დღეს ექვსი ადამიანი შეიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ განუცხადა.

მისი თქმით, ექვსიდან ოთხ პაციენტს ალკოჰოლური თრობის ნიშნები ჰქონდა, ერთს აღენიშნებოდა სხეულის ზედაპირული ნაკაწრი, ერთს პაციენტი კი გაურკვეველი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

„ხუთი პაციენტი უკვე გაწერეს, რაც შეეხება ჰოსპიტალში ინტოქსიკაციის ნიშნით მოთავსებულ პაციენტს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაკვირვების მიზნით რჩება სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.