ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ ორი ადამიანი გადაიყვანეს
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კიდევ ორი ადამიანი გადაიყვანეს

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან საღამოს კიდევ ორი ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 26 აგვისტოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სულ რვა ადამიანი გადაიყვანა.

როგორც ჰოსპიტლის ემერჯენსის უფროსმა, მაია ესებუამ პირველ არხს განუცხადა, ოთხ პაციენტს აღენიშნებოდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, სამს კვებითი, ხოლო ერთს ზედაპირული დაზიანებები.

მისივე თქმით, რვავე პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და ბინაზე გაეწერნენ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 აგვისტოს დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე სასწრაფო დახმარება ორ დღეში 16 ადამიანს დასჭირდა.