ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალიდან ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაყვანილი ყველა პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს
ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალიდან ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაყვანილი ყველა პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაყვანილი ყველა პაციენტი კლინიკიდან უკვე გაწერეს, – ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის ექიმმა ჟანა ჩანგელიამ განუცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში დღეს სულ ექვსი პაციენტი მიიყვანეს, მათგან ოთხს აღენიშნებოდა ალკოჰოლის ტოქსიკური ეფექტი, ერთს სხეულის ზედა კიდურების თვითდაზიანება, ხოლო ერთს – საკვების სახით მიღებული სხვა მავნე ნივთიერებით ინტოქსიკაცია.

„ყველას გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება და ამჟამად არც ერთი პაციენტი არ რჩება კლინიკაში“, – განაცხადა ჟანა ჩანგელიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფს გუშინ და დღეს 16-მა ადამიანმა მიმართა.