ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა
ანაკლიაში კავკასიური პოეზიის ფესტივალი გაიმართა

ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანაკლიაში კავკასიური პოეზიის რიგით მესამე ფესტივალს მართავს.

ანაკლიის ფესტივალზე კავკასიური პოეზიის კრებული წარადგინეს, რომელიც ერთ წიგნში აერთიანებს ქართველი, ჩერქეზი, აფხაზი, ჩეჩენი, ინგუში, ხუნძი, დარღუელი და ოსი პოეტების ლექსებსა და პოემებს, აგრეთვე მათ თარგმანებს კავკასიელ ხალხთა ენებზე.

ფესტივალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ გახსნა.

ანაკლიის ფესტივალზე წარდგენილი არიან კავკასიაში მცხოვრები მწერლები, ლიტერატორები, მუსიკოსები და შემსრულებლები. ფესტივალის საპატიო სტუმარია ინგუშეთის სახალხო მწერალი ისა ქაძოევი. ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტების პროფესორებმა, კავკასიურ თემატიკაზე საკუთარი პრეზენტაციები წარდგინეს. კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში, პირველად შედგა კავკასიური თავსაბურავების გამოფენა. ფესტივალზე „ანაკლია 2019“ ასევე გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ნამუშევრებიც.

დატოვე კომენტარი