ანაკლიაში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ანაკლიაში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ანაკლიაში გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, – ამის შესხებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ სხდომა სრულად დახურა. სახაზინო ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დარბაზში მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან, ბრალდებულის ვარაუდით, მისი იდენტიფიცირება მოხდება.

შსს-მ გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 აგვისტოს დააკავა. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.