ანაკლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

20:02, 16.05.2019

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე. მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდა და გადატრიალდა.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები მოზარდები არიან.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და საპატრულო პოლიცია.

მსგავსი