ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო
ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.

„სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

ანაკლიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.

შენობაში გათვალისწინებულია სამი სპეცმანქანისა და ორი კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.