ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან
ანაკლიასა და განმუხურში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამჟამად ტერიტორიაზე 500-მდე სხვადასხვა სახის მრავალწლიანი მცენარეების დარგვა მიმდინარეობს.

მოსამზადებელი სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი შენგელიამ დაათვალიერა და გამწვანების სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, ანაკლიასა და განმუხურში დაგეგმილია ხუთი მილიონი ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მოხდება მდინარე ენგურის შესართავთან არსებული კაფე-რესტორნისა და ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია; მოეწყობა ველობილიკები, სანაპირო ზოლამდე მისასვლელი ბილიკები, საშხაპეები და გასახდელები; ასევე, მოხდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების რეაბილიტაცია და აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული განმუხურის ამფითეატრი.