ანაკლიასა და განმუხურში საკურორტო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს
ანაკლიასა და განმუხურში საკურორტო სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

საზაფხულო – საკურორტო სეზონისთვის მზადება ანაკლია- განმუხურში აქტიურად მიმდინარეობს.

საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, შპს ,,ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS”, ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლზე, სხვადასხვა სახის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

დასუფთავდა შტორმის შედეგად დაბინძურებული პლაჟზე შესასვლელი ბილიკები, პორტის ტერიტორიიდან გადმოირგა მრავალწლოვანი სხვადასხვა ჯიშის ციტრუსოვანი მცენარეები, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, განმუხურის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში დამონტაჟდა 8 ერთეული სათვალთვალო კამერა, კიდევ 8 კამერა ანაკლია კი – განმუხურის საფეხმავლო ხიდზე.

შეთეთრდა და შეიწამლა ბულვარში არსებული ხე-მცენარეები, მიმდინარეობს პალმებისა და ფინიკების შეჭრა-გასუფთავება, გაფხვიერდა და მოწესრიგდა 6 ქვიშის მოედანი, მიმდინარეობს ხელოვნურ საფარიანი მოედნების რეაბილიტაცია. შეძენილია ბალახის საკრეჭი ტექნიკა.

ანაკლია-განმუხური ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. დღეისთვის დაგეგმილია აკვა- პარკის გახსნაც.

ზაფხულის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს შორისა „ნაკლიობა” და Check jn Georgia 2018- ის ფარგლებში ახალი მუსიკალური ოთხდღიანი ფესტივალი Echowaves, რომელიც 23-26 აგვისტოს გაიმართება.