ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან ორ მცირეწლოვანს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში გადმოიყვანენ
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან ორ მცირეწლოვანს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში გადმოიყვანენ

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან ორ მცირეწლოვანს, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თბილისში გადმოიყვანენ. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მოათავსებენ.

2013 და 2016 წლებში დაბადებულ ბავშვებს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „კოვიდ-19“ დღეს დაუდასტურდათ. ბავშვებთან ერთად თბილისში გადმოიყვანენ მათ დედასაც, რომელსაც კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მათ ტრანსპორტირებას კატასტროფის ცენტრი მოახდენს.

დედა და შვილები ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში თეთრიწყაროდან არიან გადაყვანილი.