თეთრიწყაროდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა
თეთრიწყაროდან ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიის პრესსამსახურის ცნობით, თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან დედისა და მისი ორი შვილის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. დედის პასუხი უარყოფითია, შვილებს კი, 2013 და 2016 წელს დაბადებულ ბავშვებს, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ. მათ კლინიკაში მოათავსებენ.

ლაბორატორიაში 45 პაციენტის ანალიზის კვლევა დასრულდა. 43 პასუხი უარყოფითია. მოგვიანებით, კიდევ 41 პაციენტის პასუხი გახდება ცნობილი.