ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი გაიზარდა.

ამ დროისთვის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 106 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში კი 14 პირია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, ეპიდზედამხედველობა დამყარდა სულ 2026 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 255 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.