ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში მყოფ პირთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

ამ დროისთვის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 73 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი – 33.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1953 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 69 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან ერთი პაციენტის პასუხი კვლავ დადებითია.

საუბარია 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცზე, რომელსაც საზღვრის კვეთის ისტორია აქვს. შემდეგი შუალედური ტესტირება მას კვირის ბოლოს ჩაუტარდება.

დანარჩენი ბიოლოგიური მასალების პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.