ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 71 ადამიანი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 227 პირი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 71 ადამიანი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 227 პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 71 პირი იმყოფება.

ამ დროის მონაცემებით, რეგიონში 227 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო 920 მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

ეპიდზედამხედველობა სულ 1628 პირზე დამყარდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 94 ნიმუშიდან ახალი კოვიდ დადებითი არც ერთი არ იყო.

გამოკვლეულებს შორისაა იმ ქალბატონის ანალიზი, რომელიც კოვიდადებითია და 5 მაისიდან რუხის საავადმყოფოში მკურნალობს.

მკურნალობის 14-დღიანი კურსის შემდეგ ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.