ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 103 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 103 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 103 პირი იმყოფება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 12 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2039 პირზე.

ამასთან, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 185 ნიმუში, ყველა უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.