ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 41
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 41

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 41 პირია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 14 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითია.

რუხის საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებენ.