ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 55 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 291
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 55 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 291

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 55 პირი იმყოფება, რეგიონში თვითიზოლაციაში კი – 291 პირი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 105 პირის ნიმუშზე გაკეთდა ანალიზი და ყველა უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალებს აიღებს.