ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 35 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 20
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 35 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 35 პირია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 20 პირი იმყოფება.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1868 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 104 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.