ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 92 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 92 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 92 პირი რჩება.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფებს, რეგიონში ამ დროის მონაცემებით 31 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 995 პირზე. გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 144 ნიმუში, ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.