ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 91 პირი რჩება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 30
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 91 პირი რჩება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 30

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 91 პირი რჩება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 30 ადამიანი იმყოფება. თვითიზოლაციაში.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1996 პირზე.
გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 83 ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.

გამოჯანმრთელდა ერთი კოვიდინფიცირებული 70 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალებს აიღებს.

დატოვე კომენტარი