ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 83 პირი იმყოფება

10:25, 07.06.2020

სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 83 პირია მოთავსებული. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 37 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1 790 მოქალაქეზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 24 ნიმუში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

მსგავსი