ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 80 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 80 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 80 პირი იმყოფება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 38 პირია თვითიზოლაციაში.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 21 ნიმუში. ყველა უარყოფითია. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

დატოვე კომენტარი