ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 78 მოქალაქე რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 78 მოქალაქე რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 78 პირი რჩება.

ამასთან, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 168 მოქალაქეა თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციის პერიოდი უკვე დაასრულა 899-მა მოქალაქემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კვლევაზე გაგზავნილი 129 ბიოლოგიური მასალიდან 90 არის უარყოფითი, დანარჩენი ტესტის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

90 ტესტირებული ადამიანიდან 72 მედიკოსია, შვიდი ცხელების ცენტრის პაციენტი, ოთხი საკარანტინო სივრცის მომსახურე პერსონალი, შვიდი კი, კარანტინის მობინადრე.