ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 77 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 77 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში ​კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა.

დღევანდელი მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 77 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაშია 14 პირი. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2 013 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 160 ნიმუში და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.