ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 64 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 229
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 64 პირი იმყოფება, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი - 229

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში ამ დრომდე რჩება 229 ადამიანი, ხოლო 935 პირს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამჟამად 64 პირი იმყოფება.

საერთო ჯამში, რეგიონში, ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1638 პირზე.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 22 ნიმუშიდან, ყველა უარყოფითია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.