ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 55 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 55 პირი რჩება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროის მონაცემებით, 55 პირია.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, სამეგრელოს რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 41 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1932 პირზე.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებით, კვლავ გაიზარდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა.

მათივე ცნობით, გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 141 ნიმუში. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.