ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი რჩება, რეგიონის მასშტაბით კი თვითიზოლაციაში 192 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი რჩება, რეგიონის მასშტაბით კი თვითიზოლაციაში 192 პირი იმყოფება

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 47 პირი რჩება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, ამ დროის მონაცემებით, რეგიონში 192 პირია თვითიზოლაციაში, ხოლო 920 მოქალაქეს იზოლაციაში ყოფნის ვადა ამოეწურა.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 59 ბიოლოგიური მასალიდან სამი დადებითია.

დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებითი ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის ოთხი პირი დაჯარიმდა.