ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 291 პირი იმყოფება.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 45 ადამიანია მოთავსებული.

გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ახალ კორონავირუსზე 122 ადამიანის სინჯი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.