ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 41 პირი რჩება

10:51, 13.06.2020

სამეგრელოში თითქმის ორჯერ შემცირდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა.

რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 41 პირია.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 23 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1853 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე გამოიკვლიეს 110 ნიმუში. ყველა პასუხი უარყოფითია.

დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება.

მსგავსი