ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 21 პირი რჩება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 21 პირი რჩება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 21 პირია.

რეგიონში 182 პირი რჩება თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია უკვე მოეხსნა 920 მოქალაქეს.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებამ გუშინ აიღო 111 ნიმუში, რომლებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოიკვლიეს. შედეგად, 110 პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ერთი კი დადებითი. ინფიცირებული 42 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია. ცნობილია, რომ იგი საქართველოში სომხეთიდან დაბრუნდა და შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტი მოთავსებულია რუხის საავადმყოფოში.

დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ტესტი ჩატარდება.