ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 105 პირი, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 14 ადამიანი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 105 პირი, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 14 ადამიანი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში გაიზარდა როგორც კარანტინში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა.

ამ დროს მონაცემებით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 105 პირი, რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში კი 14 პირი იმყოფება.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2071 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 292 ნიმუში, მათგან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა „კოვიდ-19“ .

საუბარია სატვირთო ავტომობილის მძღოლზე, რომელიც შიდა ქართლიდანაა.

დადასტურებული შემთხვევის ორი კონტაქტი კარანტინშია გადაყვანილი და კონტაქტების მოძიება გრძელდება.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიური მასალებს აიღებს.