ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 102 პირი იმყოფება
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 102 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 102 პირი იმყოფება.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 12 პირია თვითიზოლაციაში. სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 2 045 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს 48 ნიმუში, ყველა უარყოფითია.

​საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილება დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დამატებით ბიოლოგიურ მასალებს აიღებს.