ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრციდან ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა
ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრციდან ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

კვლევა ზუგდიდის ინფექციური კლინიკის ლაბორატორიაში ჩატარდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა, რომ  ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან აღებული ერთი მოქალაქის ნიმუში COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.

მისი თქმით, ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოს მცხოვრები. როგორც ირკვევა, აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და  პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.

პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

ამასთან, გუშინ ღამით ზუგდიდში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვს, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან. პაციენტები თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.