ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში 142 მოქალაქე იმყოფება
ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში 142 მოქალაქე იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება, მათ შორის არიან მოქალაქეები თეთრიწყაროდან.

ასევე რეგიონში თვითიზოლაციშია 174 ადამიანი. თვითიზოლაციის ვადა ჯამში 888 მოქალაქეს ამოეწურა.

გუშინ რეგიონიდან ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის 64 სინჯი გაიგზავნა. 32 პასუხი უარყოფითია, დანარჩენს კი, დღეს გამოიკვლევენ.

ამასთან, ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ იმყოფება.

ამასთან, რეგიონში კომენდანტის საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისთვის სამი პირი დააჯარიმეს.