„ანაკლია ფეშენ ვიკი“ საზეიმოდ დაიხურა
„ანაკლია ფეშენ ვიკი“ საზეიმოდ დაიხურა

ანაკლია და ზუგდიდი სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა „ფეშენ ვიკს“, სადაც 12 ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის კოლექციები იყო წარმოდგენილი.

Anaklia Fashion Week-ზე წარმოდგენილი იყო როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა კოლექციები. წლის საუკეთესო დიზაინერი გახდა მარიშა-მარიამ შაშვიაშვილი, მას სპეციალური სიგელი გადასცეს ორგანიზატორებმა.

Anaklia fashion week ტრადიციული გახდება და ყოველწლიურად ანაკლიაში გაიმართება.