ანაკლია და განმუხური ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება
ანაკლია და განმუხური ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული საზღვაო ინფრასტრუქტურით შეხვდება. მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდს ახლად არჩეულმა მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.

ანაკლიასა და განმუხურში უკვე დასრულდა გამწვანების, განათების სამუშაოები და სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, კეთდება ზღვამდე მისასვლელი ბილიკები და ველობილიკები. მიმდინარეობს ენგურის ხიდთან მდებარე კაფე-რესტორნის სრული რეაბილიტაცია. მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება განმუხურის აკვაპარკში.

ახალი კვირიდან კი საფეხმავლო ხიდის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული ამფითეატრი. ანაკლიასა და განმუხურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 6 მილიონი ლარი იხარჯება. 22-25 აგვისტოს კი ანაკლია საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალს „ეკოვეივს“ უმასპინძლებს.

უკვე დასრულდა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. უახლოეს პერიოდში კი ამ გზის დამატებითი პერიმეტრების რეაბილიტაცია დაიწყება.