„ანადოლუ“ - თურქეთში 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა
„ანადოლუ“ - თურქეთში 4.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა

თურქეთში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

სტიქიის ეპიცენტრი იზმირის პროვინციაში იყო. როგორც ადგილზე ჩასულმა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.

მისივე თქმით, მთავრობა დაზარალებულებს დაეხმარება.