ანა წითლიძე – ვინმემ უთხარით თურქებს, საკონსტიტუციოსკენ დაიძრან, მინდა, ნადარაია ვნახო კუდამოძუებული
ვინმემ უთხარით თურქებს, საკონსტიტუციოსკენ დაიძრან. მინდა, ნადარაია ვნახო კუდამოძუებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ბათუმში თურქული „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის გამო სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება იყო. გავრცელებული ცნობებით, თურქული „ბეშიქთაშის“ ქომაგები არ დაემორჩილნენ წესრიგის დაცვისკენ სამართალდამცველთა მოწოდებებს. ინციდენტებს ადგილი ჰქონდა თამაშის დაწყებამდე, რაც შემდეგ სტადიონზეც გაგრძელდა.
მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“. ამასთან, შსს-ს ცნობით, ბათუმში გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს სამი თანამშრომელი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს.
