ანა წითლიძე – სერგო თეთრაძე იყო გაშიფრული რუსეთის აგენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დასრულებულიყო ისე, როგორც დასრულდა

21:30, 12.11.2026

სერგო თეთრაძე იყო გაშიფრული რუსეთის აგენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

წითლიძის კომენტარს წინ უძღოდა მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვა „ნაციონალური მოძრაობისადმი“: „გირგვლიანის მკვლელობის გარდა, ყველასთვის ცნობილ საქმეებზე, მათ შორის სერგო თეთრაძის საქმეზე, განაჩენი დადგა 2012 წლის შემდეგ, ვინ არის ამაში დამნაშავე? დანაშაულებრივი ფაქტები უნდა მიეწეროს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“.

საპასუხოდ წითლიძემ აღნიშნა, რომ თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და საგამოძიებო მოქმედებებს.

„სერგო თეთრაძე იყო გაშიფრული რუსეთის აგენტი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისე უნდა დასრულებულიყო, როგორც დასრულდა. თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, მათ შორის, ეჭვქვეშ ვაყენებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და საგამოძიებო მოქმედებებს, პროკურატურის იქნება თუ სხვა, ამაში ვგულისხმობთ, რომ ერთადერთი მოწმე თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით იყო ლადო ბედუკაძე და რუსი ჯაშუში ჩაპლინგი, რომელიც რუსეთიდან ჩართეს სკაიპით“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი