ანა წითლიძე – მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, ვინმე თუ უნდა დაკითხოთ გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი

12:00, 07.09.2026

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში სხედან, ვინმე თუ უნდა დაკითხოთ გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 2012 წელს მოვიდა ცხრა თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებს მკვლელობების სერიას.

„ბარბარე რაფალიანცი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ; ზვიად ლაგვილავა – კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ; შალვა თათუხაშვილი, კოდორის სპეცოპერაციის მონაწილე, რუსების დავალებით  მოკლულია ბიძინა ივანიშვილის მიერ; ალექსანდრე დანელია, სერგო უბილავა, ივანე ივანიძე – კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები, რუსების დავალებით მოკლა ბიძინა ივანიშვილმა; ეროსი კიწმარიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; ლექსო ლაშაქარავა მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; ნიკო კვარაცხელია მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; ლაზარე ჯორბენაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; გლდანის ციხის ყოფილი უფროსი დავით გოგიბერიშვილი მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; სუს-ის ანტიკორუფციულის უფროსი სიმონ წაქაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით; ნუგზარ ფუტკარაძე მოკლულია ბიძინა ივანიშვილის დავალებით“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია.

„ბიძინა ივანიშვილი არის მკვლელი და „ქართული ოცნება“ არის მკვლელების პარტია, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ ცხრა თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში ჩახრჩობით და დღემდე აგრძელებენ მკვლელობების სერიას საქართველოში. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და ადამიანებს, რომლებიც ამ შენობაში სხედან, ვინმე თუ უნდა დაკითხოთ გახმაურებულ მკვლელობებზე, უნდა დაკითხოთ მისი მთავარი დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი. დაკითხეთ ბიძინა ივანიშვილი. ჰკითხეთ, როგორ დაგეგმა ცხრა თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა, დაკითხეთ და ჰკითხეთ, როგორ მოკლა რუსების დავალებით კოდორის სპეცოპერაციის მონაწილეები. ჰკითხეთ ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე. ჰკითხეთ, როგორ გასცა ბრძანება თემირლან მაჩალიკაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობებზე. დაკითხეთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ერთადერთი ადამიანი ვინც ამ მკვლელობებს აწყობს, ბიძინა ივანიშვილია. დაკითხეთ, რა დავალებებს აძლევს სუს-ის თანამშრომლებს, რომ ათეულობით სუს-ის თანამშრომელი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ან თავი მოაკვლევინეს ან მოკლეს. ერთადერთი პასუხისმგებელი პირი ამ მკვლელობებზე არის ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პროკურატურამ უნდა იცოდეს, თუ არ დაიკითხება ივანიშვილი, თითოეულ თანამშრომელს, ეს რეჟიმი როდესაც შეიცვლება აუცილებლად დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ამ ქვეყანაში მკვლელების რეჟიმი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი