ანა წითლიძე – ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ

17:55, 13.11.2026

„ქართულ ოცნებას“ როდესაც ოკუპირებული აქვს სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ, საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება როდესაც არალეგიტიმურია, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ.

„მე არ ვთვლი ლეგიტიმურად ამ ხელისუფლებას. აშშ-ის დეკლარაციაშიც არის და ჯეფერსონმა თქვა თავის დროზე, როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია, და ჩემი შეფასებაა ეს, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ აქვთ უფლება, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან თავიანთი კონსტიტუციური უფლება. მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ. ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის. ჩემი კონკრეტული პასუხი, რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს მხარს ვუჭერდი და დღესაც ზუსტად ასე ვთვლი, რადგან ამ ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. ადმინისტრაციულ შენობებს ისე ნუ გამოვიყვანთ, რომ საკუთრებაა. როდესაც ოკუპირებული აქვს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო სტრუქტურები, შეგვიძლია, რომ გავათავისუფლოთ, საქართველოს მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი