ქართული წარმოშობის ამერიკელ ჩოგბურთელ ანა ტატიშვილს „როლან გაროსზე“ მონაწილეობისთვის მიღებული ჰონორარი ჩამოართვეს, – წერს „სპორტს ჰორნი“ (Sports Horn). პირველ წრეში ის ბერძენ მარია საკარისთან 0:6, 1:6 დამარცხდა. მსაჯებმა გადაწყვიტეს, რომ ამ მატჩში ტატიშვილმა აჩვენა თამაში, რომელიც არ შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებს.
„დიდი სლემის“ ტურნირების წესების მიხედვით, არაპროფესიონალიზმის გამო, ჩოგბურთელი, შესაძლოა, იმ თანხით დააჯარიმონ, რომელიც პირველ წრეში გამოსვლისთვის მიიღო. ასე რომ, ცუდი თამაშისთვის ტატიშვილმა 46 ათასი ევრო დაკარგა.