ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი მიმდინარეობს
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი მიმდინარეობს

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარი მიმდინარეობს.

„არაერთი შეტევა ვნახეთ პრეზიდენტზე სხვადასხვა საბაბით, მაგრამ საერთო სლოგანით, რომელიც ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლების „შპარგალკაში“, რომელიც ერთ-ერთ ტელევიზიაში დარჩათ, დაგვირგვინდა ტერმინით, რომ პრეზიდენტი არის მავნებელი.

ეს „შპარგალკა“ ძალიან კარგად აჩვენებს შავ პიარს, რომელიც მიმდინარეობს. ჯერ იყო სასახლის თემა, მერე შეწყალებების თემა, ასევე სხვა თემები, მათი გამაერთიანებელი არის ის, რომ მოხდეს შეტევა პრეზიდენტზე, მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებზე, რაც პირველ რიგში, ამ ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.