ანა ნაცვლიშვილი - ყველასთვის ბრალდების წაყენება, რომ დრაივი არ არსებობს, ვინმე ვინმეს მიეყიდა, არ მგონია შედეგის მომცემი იყოს ოპოზიციისა და ქვეყნისთვის
ანა ნაცვლიშვილი - ყველასთვის ბრალდების წაყენება, რომ დრაივი არ არსებობს, ვინმე ვინმეს მიეყიდა, არ მგონია შედეგის მომცემი იყოს ოპოზიციისა და ქვეყნისთვის

ყველასთვის ბრალდების წაყენება, რომ დრაივი არ არსებობს, ან ვინმე ვინმეს მიეყიდა, ან ვინმე არაფერს აკეთებს, არ მგონია, შედეგის მომცემი იყოს არც ოპოზიციისთვის და შესაბამისად არც ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს, სხედან პარლამენტში და კარგად არიან.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არასწორია ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა.

„საქართველოში ოპოზიცია ძალინ მრავალფეროვანია და შედგება სხვადასხვა შეხედულებების, სხვადასხვა წარსულის, მომავლისა და სხვადასხვა პოლიტიკური ტაქტიკის მქონე პარტიებისა თუ ადამიანებისგან. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ დაკონკრეტდეს ვისშია პრობლემა. ასე ყველასთვის ბრალდების წაყენება, რომ დრაივი არ არსებობს, ან ვინმე ვინმეს მიეყიდა, ან ვინმე არაფერს აკეთებს, არ მგონია, შედეგის მომცემი იყოს არც ოპოზიციისთვის და შესაბამისად არც ქვეყნისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.