ანა ნაცვლიშვილი - ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს, მას გარანტიას ვაძლევ, რომ საერთაშორისო სამართლის წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობა
ყველაფერზე, რაც საქართველოში ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს, გარანტიას ვაძლევ, რომ საერთაშორისო სამართლის წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ასევე ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობით მოუწევს პასუხისგება ძალადობისთვის.
„ძალადობას ჰყავს ავტორები, დაჩეხილ და ნაწამებ მოქალაქეებს ჰყავთ კონკრეტული დამნაშავეები. ადამიანები, რომლებიც გასცემენ ბრძანებას, ადამიანები, რომლებიც აღასრულებენ ამ ბრძანებას, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობით მოუწევს პასუხისგება ამ დაჩეხილი ადამიანებისთვის. ყველა ძალადობაზე და ყველაფერზე, რაც ხდება საქართველოში, ერთადერთი ვინმეა პასუხისმგებელი და მას ვაძლევ გარანტიას, რომ საერთაშორისო სამართლის წინაშე მოუწევს პასუხისმგებლობა. ყველა ძალადობაზე, რაც ხდება, პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინდელ აქციაზე რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დასაცავად შექმნილი ჯგუფი გამოჩნდა, რაზეც ნაცვლიშვილმა აღნიშნა: „პროვოკაციები, რომლებიც იქნება შემოგდებული სუს-ის მიერ. ჩვენც ვნახეთ ასეთი პროვოკაციები, არადაკავშირებული პირი აქციაზე მოდის და წერს იმას, რასაც ავალებენ. თქვენც ნახეთ ხომ? იმედია, ნახეთ“.