ანა ნაცვლიშვილი – ყველა უფლებადარღვევაზე რუსეთმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს
საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ მუდმივად დაიცვას თავისი სახელმწიფო ინტერესები და მოქალაქეთა სიცოცხლე, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა ინტერპოლის მიერ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის წევრებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტერპოლმა ძებნა გამოცხადა.
მისივე თქმით, ამ კუთხით უნდა აღინიშნოს იმ ადამიანებისა და უწყებების წვლილი, ვინც სწორად, დროულად იმუშავა ამგვარი შედეგისთვის.
„ქვეყანა გააგრძელებს ყველა შესაძლო ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ოკუპანტს დაერქვას ოკუპანტი. ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც რუსეთი ჩადიოდა და სჩადის, უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.